მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში – რას ამბობს თამარ გაბუნია

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ – თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ “ფაიზერის” ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა. როგორც გაბუნია საზოგადოებას მოუწოდებს, საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.

“უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა და მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ ფაიზერის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ვაქცინა, რომელიც გვაქვს – სინოფარმი, სინოვაკი, ასტრაზენეკა, არის დადასტურებული ეფექტურობის და თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ”, – ამბობს გაბუნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button