როგორ აღმოჩნდა ვასილ ჯამალაშვილი კუდში [Video]

როგორ აღმოჩნდა ვასილ ჯამალაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში? ერთ- ერთი ვერსიით მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 15 წლისამ კუდ-ის ვებ გვერდის გატეხვა და გათიშვა მოახერხა.
ჯამალაშვილმა სკოლა 16 წლის ასაკში ექსტერნად დაამთავრა. უკვე 17 წლის კი, ანუ არასრულწლოვანი, ის კუდის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ვასილ ჯამალაშვილი დედასთან და 90 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს.

2012 წელს, კიბერ დანაშაულის გარდა, მაშინ 18 წლის თანამდებობის პირს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშიც ედებოდა.

დღეს, 15 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავბულია ვასილ ჯამალაშვილის მამა ზურაბ ჯამალაშვილი, კუდის ყოფილი თანამშრომელი, ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე.

ნახეთ ტელეკომანია “მეცხრე არხის” მიერ  2012 წელს გავრცელებული მასალა

მსგავსი პოსტები

Back to top button