მნიშვნელოვანისიახლეები

როგორ აფასებენ ახალად დანიშნულ ჯანდაცვის მინისტრს

უპრეცედენტო არ არის, როდესაც განათლებით არა ექიმი ინიშნება ჯანდაცვის მინისტრად - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას “ქართულ ოცნებაში” აფასებენ. მმართველი გუნდი ზურაბ აზარაშვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობენ, რომ ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი გამოწვევებს გაუმკლავდება.

“ქართული ოცნების” წევრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო განათლება არ აქვს მიღებული.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პოზიციაზე წარდგენილი იყო ზუსტად ისეთი ადამიანი, ვინც არის კვალიფიციური ფინანსისტი და მენეჯერი.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწვეტილება მისასალმებელია.

კომენტარები ქართული ოცნებიდან

გარდა ქართული ოცნებიდან ოპოზიციაშიც კეთდება განცხადებები ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უწყების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მიმართულებით უნდა ფლობდეს კომპეტენციას, რასაც ახალ მინისტრში ვერ ხედავენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველა უწყებაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე კი ჯანდაცვის მინისრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს კომპეტენციას უწუნებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button