მნიშვნელოვანისიახლეები

როგორ აფასებენ სააკაშვილის სასამართლოს ოცნებაში

მიხეილ სააკაშვილი უშვებს, რომ შეიძლება დააშავა და ფაქტობრივად აღიარებს, მაგრამ სამაგიეროდ, ამბობს, რომ სიკეთეც გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალერი გელაშვილი ფიზიკურად სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ სხვები ხომ არ დაზარალდნენ – დაახლოებით ასეთი პერიფრაზი შეიძლება მოვახდინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და მას სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს, ფაქტები სახეზეა.

„მიხეილ სააკაშვილი კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ კანონი სანდრა რულოვსის გამო მართლაც დაირღვა, გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე. ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც. სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და მას სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს, ფაქტები სახეზეა. სასამართლო სულ რომ არ იყოს, საზოგადოებამ იცის, რომ 7 ნოემბერი, ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, „იმედში“ შეჭრა და აპარატურის დამტვრევა ნამდვილად მოხდა. ასევე ნამდვილად იყო სიკვდილის პირას მიყვანილი დეპუტატი, ნამდვილად მოხდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა და აგერ, ჩეკებიც გვიდევს ხარჯების, რაც აბსოლუტურად არამიზნობრიბად დაიხარჯა მაშინ, როცა წარმომადგენლობითი ხარჯები ნორმალურია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს იყო არამიზნობრივი ხარჯვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა სასამართლო პროცესს საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს, მოხარული ვარ, რომ გუშინ ვიხილე ის, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, როგორც ბევრი სხვა რამისთვის, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებზე, ვფიქრობ, არაგონივრული იქნებოდა ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს არის მიმდინარე საქმე და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ინტერესშია მიმდინარე სასამართლო საქმეზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ისაუბრებს სასამართლო სხდომაზე და სასამართლო რაც უფრო გამჭვირვალედ უზრუნველყოფს პროცესს, საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალი თაობა კარგად დაინახავს, სინამდვილეში როგორ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის რეალური ლიდერი, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, რომლის განახლება შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button