როგორ აფასებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა.
კობახიძემ ექსპერტების დასკვნას “ფეიკი” უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება “საფთხეების” კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.- ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკას უერთდება და ამბობს, რომ ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს უფრო ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა პატიმრებს 4 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ ის ობიექტური არაა. -სოზარ სუბარი
მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიზებულია და ჯანმრთელობა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად.
მისი თქმით, სახალხო დამცველმა ამ პროცესში კონკრეტული მხარე აირჩია.- ბექა დავითულიანი
ძალიან მძიმე დასკვნა გამოქვეყნდა და დაისვა რამდენიმე დიაგნოზი, რომელიც მანამდე არ იყო დასმული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში მაღალი რანგის სპეციალისტები არიან და სამედიცინო წრეებში მათ კომპეტენციასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს.- სერგო ჩიხლაძე
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და ომბუდსმენთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ოპოზიცია ჯგუფს სრულ ნდობას უცხადებს და ისევ მსჯავრდებული პრეზიდენტის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
“გაკეთდა ობიექტური, პროფესიონალური, სამართლიანი დასკვნა და ამ შემთხვევაში პოლიტიკური მხარე ამას ეთანხმება თუ არაა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პროფესიული დასკვნა, რომელსაც ვერავინ ვერ გააპროტესტებს, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამ პროფესიული დასკვნის შესაბამისი გადაწვეტილება” – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.
სოზარ სუბარის და ბექა დავითულიანის ხმა
ლევან ბეჟაშვილის და თემურ ჯანაშიას ხმა