მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს იწყებს

საქართველოში პირველ ვიზიტს იწყებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. მან ჯეიმს აპატურაი ერთი თვის წინ ჩაანაცვლა.

ოფიციალური ვიზიტისას ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს.

ხავიერ კოლომინა საქართველომდე აზერბაიჯანს სტუმრობდა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button