ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ბრაკონიერებმა ჯიხვი მოკლეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ბრაკონიერებმა ჯიხვი მოკლეს.
ორი პირი, რომლებსაც მოკლული ჯიხვი აღმოაჩნდათ, დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებმა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
ანტიბრაკონიერული ოპერაციის დროს, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფია ამოღებული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება.
სისხლის სამართლის კოდექსის 301- მუხლით , დაცულ ტერიტორიებზე იარაღით გადაადგილება და წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა აკრძალულია.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში , ნორმის დამრღვევ პირებს, ჯარიმა გამასწორებელი სამუშაოები, ან პატიმრობა ელოდებათ.
ჯიხვი საქართველოში, მხოლოდ კახეთის, სვანეთისა და აფხაზეთის მთებში ბინადრობს და წითელ ნუსხაშია შეტანილი.