საქართველოსიახლეები

ბათუმში ზაფხული “ცელსიუსებით ” იზომება

R

როგორ უნდა გავგრილდეთ მზიან ბათუმში, როცა ცელსიუსის მაღალი ნიშნულია

ჩვენმა აუდიტორიამ კარგად იცის გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსის“ შესახებ. კომპანია 2020 წელს, პანდემიის პირობებში დაარსდა და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფილიალებით გამოჩნდა.  ამჯერად ბათუმის ფილიალზე ვისაუბრებთ, რომელიც ბათუმში,  პუშკინის 112-ში მდებარეობს. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ცელსიუსის ბათუმის ფილიალის მენეჯერ- სოფო ჩხაიძესთან.

სოფო, გაგვეცანით და გვითხარით თქვენს შესახებ. როგორ მოხვდით კომპანია ცელსიუსში და რატომ ცელსიუსი?

მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი აჭარაში.   მე ვარ სოფო ჩხაიძე , 31 წლის. პროფესიით ბუღალტერი.  სიმართლე გითხრათ,  წარმოდგენა არ მქონდა გათბობა -გაგრილების მიმართულებით თუ მოხდებოდა ჩემი განვითარება. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ სიღრმისეულად შევისწავლე . უკვე 8 წელია ამ მიმართულებით ბევრი რამე ვისწავლე და დიდი გამოცდილება შევიძინე. ჩემი ცხოვრების ბოლო 3 წელი ცელსიუსს ეკუთვნის. სიმართლე გითხრათ, უკვე ოჯახში ვგრძნობ თავს და სიხარულით მოვდივარ სამსახურში.

როგორია ცელსიუსის მომხმარებელი ბათუმში, ძირითადად რა მიმართულებით არის მოთხოვნა გათბობა-გაგრილების მიმართულებით?

ბათუმში  გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოელი მომხმარებლებიც.დიდი დაინტერესებაა ბრენდ არისტონზე. ძირითადად მოთხოვნა არის  ელ.წყალგამაცხელებლებზე, ასევე (მცირე ფართიდან გამომდინარე) დაბალკილოვატიან ქვაბებზე. ზაფხულის სეზონზე გაგრილების კუთხით გვყავს ბევრი დაინტერესებული მომხმარებლები.

რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული ცელსიუსს აჭარაში?

კომპანია ცელსიუსს 10-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული აჭარაში, ამას ემატება კონტრაქტორი თანამშრომლები.

თქვენ მხოლოდ საცალო მომხმარებელზე ხართ ორიენტირებული თუ გყავთ პარტნიორი კომპანიები, რომელიც თქვენს პროდუქციის გავრცელება-რეალიზაციაში არიან ჩართულები?

ჩვენ ვართ ორიენტირებული, როგორც საცალო მომხმარებელზე ,ასევე გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც  ჩვენს პროდუქციის გავრცელება-რეალიზაციაში აქტიურად არიან ჩართულები. ნებისმიერი კომპანია, ვისთვისაც ცნობილის ბრენდის წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია, აუცილებელია იყოს გამტარი, სხვა წვრილ და მსხვილ კომპანიებთან, რათა გავრცელდეს ხარისხიანი პროდუქცია და მომხმარებლამდე მივიდეს ნებისმიერი გზით. ისეთ ბრენდს, როგორიცაა არისტონი, შიქი და სხვა, ცნობადობა არ აკლია, თუმცა, ჩვენ სწორედ ის ადამიანები ვართ, ვინც ამას მთელი ენერგიით და გამოცდილებით ვუზიარებთ ქართველ მომხმარებელს.

გაქვთ თუ არა სრული სერვისი,გყავთ ხელოსნები და სერვისის წარმომადგენლები? თუ უბრალოდ პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას, სრული  სერვისის მომსახურებით. გვაქვს ოფიციალური ნაწილები და დეტალები ჰოლოგრამით პირდაპირ იტალიის ქარხნიდან, გვყავს კვალიფიცირებული ხელოსნები, რომლებიც მომხმარებლის კომფორტის შექმნაზე ზრუნავენ. აგრეთვე ჩვენს პროდუქციას მოყვება ხანგრძლივი გარანტია, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს კომპანია.

რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი თქვენთან და არა სხვა კომპანიაში?

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელი გვყავდეს კმაყოფილი. დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა და დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button