როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

2018 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით – ყვითელი ძაღლის წელია. 

როგორც მსოფლიოს ასტროლოგები ფიქრობენ, 2018 წელი საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. მოიმატებს ადამიანთა შორის ურთიერთგაგება, მეგობრულობა, ერთგულება.

ზოდიაქოს ნიშნებს ესაჭიროებათ მეტი პრაქტიკულობის, შრომისუნარიანობის, ლოგიკურად მსჯელობის და აზროვნების გამოვლენა.

2018 წელი ადამიანები არიან უფრო დიპლომატიურები ერთმანეთის მიმართ ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს.

ყვითელი ძაღლის წელი ჰუმაურობას, ერთგულ მეგობრობასა და საყოველთაო სიყვარულს გვპირდება.

ბევრი ზოდიაქოს ნიშანი დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს მოპოვებს.

განსაკუთრებული კარგი წელია ქალწულის, მორიელის,მერწყულებისთვისა და მშვილდოსნებისთვის.

თამამად იმოგზაურეთ 2018 წელს, თუნდაც მოკლე მანძილზე თქვენსავე ქვეყანაში. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი სახის მოგზაურობა ნაყოფიერი და ბედნიერების მომტანი იქნება.

გარდა ამისა, კარგია მთელი რიგი ტრეინინგ და სასწავლო პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება, განსაკუთრებით საზღვრგარეთ.

არაჩვეულებრივი წელია კაპიტალდაბანდებებისა და უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით. ტექნოლოგიების განვითარებისა და მედიცინის სფეროში.

ყვითელი ძაღლის წელი მფარველობს განსაკუთრებით ე.წ “ვორქოგოლიკებს”ვინც მუდმვად შრომობს და დეტალების მიმართ ყურადღებიანია.

მაშ ასე, ახლა დეტალურად ზოგადი ტენდენციების შესახებ:

ვერძს – 2018 წელს მეტი შრომა მოეთხოვება. ყველა ახალი გამოწვევა, რომელიც 2018 წელს უხვად გაჩნდება მეტ ყურადღებასა და შრომას მოითხოვს. იქნება უსიამოვნო პერიოდიც, მაგალითად მარტიდან ივლისამდე ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებით და მხარჯველობა არ უნდა გამოიჩინოთ. ამ პერიოდში ასევე მოერიდეთ უცხოელებთან ურთიერთობას და უცხო ქვეყნებში წასვლას. ახალი საქმე არ წამოიწყოთ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

კურო – 2018 წელს ფრთხილად იყავით განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობების დროს. თუ ემოციებს არ მართავთ ურთიერთობის დანგრევა გარდაუვალია. კარიერული თვალსაზრისით წარმატება ნამდვილად გელოდებათ, თუმცა სამსახურის შეცვლა არ არის რეკომენდირებული მარტიდან ივლისამდე პერიოდში. ასტროლოგების პროგნოზით, მაისის შემდეგ პოზიტიურად შეიცვლება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები და თუ დაქორწინებული ხართ, ქორწინება უფრო მყარი გახდება. 2018 წლის ბოლოსკენ ზედგამოჭრილია თქვენთვის უცხოეთი. აქ კარიერული წინსვლა გელოდებათ.

ტყუპებისთვის 2018 წელი წარმატებით დაიწყება. ეს წელი  ახალ ბიზნეს იდეებს განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი არაკეთილმოსურნენი განსაკუთრებით გააქტიურდებიან, ამიტომ ყურადღებით გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. შესაძლოა წინ წამოიწიოს ჯანმრთელობის საკითხებმაც, ამიტომ წლის დასაწყისში კარგი იქნება კლინიკაში ვიზიტიც და სრული დიაგნოსტიკის ჩატარება. ტყუპები 2018 წელს განსაკუთრებულ ენერგიას იგრძნობენ, თუმცა მოზღვავებულ სასიამოვნო ამოციებთან ერთად, გაუფრთხილდით ფინანსებს. ნუ გაასესხებთ ფულს, შეიძლება ამ დროს გასესხებული ფული უკან არასოდეს დაგიბრუნონ. გაწყვიტეთ არაფრისმომცემი კავშირები.თუ ქორწინებაში არ ხართ, ოქტომბრიდან თამამად დაგეგმეთ საყვარელ ადამიანთან ქორწინება

კირჩხიბისთვის 2018 წელი “გაურკვევლობის წელი” იქნება. ასტროლოგები  ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბევრი სტრესული სიტუაცია და დეპრესია შეგხვდეთ, ამიტომ ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება ამ წელს მეტად მნიშვნელოვანია. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ, რაც ასტროლოგების ვარაუდით პერსპექტივაში ბევრ ფულს მოგიტანთ. იფიქრეთ უძრავი ქონების მიმართულებით, აქედან მიღებული შემოსავლები მეტად სტაბილურს გახდის თქვენს ყოფას 2018 წელს. კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით კარგია წელს სავაჭრო-საფინანსო სფერო საინტერესო ბიზნეს-წინადადების შემოთავზების ალბათობაც დიდია , სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ დააბალანსოთ სამსახური და პირადი ურთიერთობები, თუ ასე ვერ მოიქცევით, დიდი ალბათობით 2018 წელი პირად ცხოვრებაში წარუმატებელი გექნებათ. ამ წელს ოქროს შუალედი აუცილებლად უნდა დაიცვათ.

ლომები  2018 წელს მეტად თავდაჯერებულობი იქნებით. ჩამოიშორეთ ნეგატიურ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ცხოვრება აგირიონ, ისინი უბრალოდ უგულებელყავით. ფანტასტიკური პერიოდი გაქვთ სასამართლო დავებისთვის. ამ მიმართულებით აუცილებლად მოიპოვებთ გამარჯვებას. რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას აქ  განსაკუთრებული წარმატება არ გელით, თუმცა თქვენი საქმე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ლომებს ასტროლოგები გირჩეენ წარბი დოზით იმოგზაუროთ მაისიდან ივლისამდე პერიოდში. უძრავი ქონების, განსაკუთრებით კი სახლის შესაძენად იდეალური წელია. ლომებისთვის 2018 წელს სუსტი მხარეა ჯანმრთელობა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებაა საჭირო.

ქალწულებისთვის მეტად პოზიტიური წელია. 2018 წელს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე კომუნიკაციის უნარი და ინტელექტი იქნება. მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ ფართო ასპარეზზე თქვენი იდეები და მისწრაფებები წარმოაჩინოთ. ეს წელი დადებითი ენერგიების მოზღვავებას გპირდებათ, მთავარია სწორად მართოდ ემოცია და ყველაფერი გამოვა.  ასტროლოგები წელს სახლის შეძენას არ გირჩევენ. ყურადღებით იყავით ბიზნესპარტნიორების შერჩევისას. ნუ ენდობით ყველას. 2018 წელი ქალწულებს პირადი ურთიერთობების გამყარებას პირდება. სწორედ წელს არის ქორწინება წარმატებული, რადგან თუ ყვითელი ძაღლის წელს დაქორწინდებით, ეს ყველაზე მყარი ქორწინება იქნება.

სასწორების მთავარი დევიზი 2018 წელს შრომა,შრომა და შრომა უნდა იყოს. დიდი დრო უნდა დაუთმოთ კარიერას, მეტი “ნეთვორკინგი” წელს წარმატების მომტანია. არ გასცეთ ისეთი დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, თორემ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ.ასტროლოგები გირჩევენ, რომ მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი არც ისე პოზიტიურია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. რაც შეეხება კარიერას, ყველაზე რთული ეტაპია მარტიდან ივლისამდე, ამიტომ ამ დროს აუცილებლად შეიკავეთ თავი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებისგან.

მორიელებს პოზიტიური წელი გელოდებათ. მთავარია, ზუსტად იცოდეთ საით მიდიხართ. თქვენი წარმოუდგენელი ინტუიცია, გამჭრიახობა, გარემო და ტემპერამენტი აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ წარუმატებელი საქმე წარმატებულად აქციოთ. განსაკუთრებით უნდა გაბედოთ მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში, რადგან სწორედ ეს პერიოდია ფინანსების მოსაზიდად კარგი.სამოგზაუროდ  თამამად გაეშურეთ მარტიდან ივლისამდე, ხოლო თუ დაქორწინებული არ ხართ, დაივიწყეთ ცრურწმენები და გირჩევთ აგვისტოში დაქორწინდეთ. მორიელებისთვის ქორწინება სწორედ ამ პერიოდში იქნება წარმატებული.

მშვილდოსნებისთვის – 2018 წელი გარდამტეხი წელია. გაგიკვირდებათ და თქვენ გახდებით სერიოზული,ორგანიზებული ადამიანი. შედარებით არასტაბილური პერიოდი გაქვთ აპრილიდან სექტემბრამდე, ამიტომ ამ დროს თავი აარიდეთ რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას. ეს არის პოზიტიური წელი იმისთვის, რომ ახალი საქმით დაკავდეთ, დაიწყოთ ახალი სამსახური ან საკუთარი თავი ახალ, განსხვავებულ ამპლუიაში გამოცადოთ. კარიერული თვალსაზრისით უთუოდ დიდი წარმატება გელოდებათ, რაც შემოსავლებზე ერთიორად აისახება. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ შურიანი მეგობრები და კონკურენტები, ფრთხილად იყავით. მარტიდან ივლისამდე ფულთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ასტროლოგები ფიქრობენ რომ ოქტომბრიდან თქვენი ქონება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მშვილდოსნებს იღბლიანი წელი გელოდებათ სასიყვარულო მიმართულებითაც, ასე რომ თამამად სტყორცნეთ ისარი რჩეულს.

თხის რქებისთვის 2018 წელი კარიერული თვალსაზრისით დაძაბული იქნება, თუმცა თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შესაძლოა ბუმერანგივით შემობრუნდეს სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. კარიერისთვის სახიფათო პერიოდია მარტიდან ივლისამდე. თავი აარიდეთ წელს სამსახურის ცვლილებას, ეს აუცილებლად წარუმატებელი იქნება.მოერიდეთ ახალი პარტნიორებისა თუ ბიზნეს-კავშირების დამყარებასც. ასწროლოგები წელს არ გირჩევენ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების გაჩაღებას. ჩვეული რუტინით აკეთეთ საქმე დაუკვირდით დეტალებს და სცადეთ, შეინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა გაქვთ. წლის ბოლოს, ოქტომბრიდან აუცილებლად ამოისუნთქებთ.

მერწყულებისთვის – 2018 წელი ფინანსურად წარმატებული და სტაბილური იქნება. გარდა ამისა, ამ წელს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ აღიარების წელი, აუცილებლად მიიღებთ იმ აღიარებას, რასაც ამდენი ხანია ელოდით და არაერთს. ადამიანები დააფასებენ თქვენს მრავალფეროვან ხედვას გარკვეული საკითხების მიმართ. წელს თუ კომპრომისებზე წახვალთ, საგანგაშო ამაში არაფერია. როგორც ასტროლოგები გპირდებიან ეს მხოლოდ თქვენთვისვე გამოიღებს სასიკეთო შედეგებს. ამ წელს მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი კავშირებვი, ახალი პარტნიორები საქმეში. მეტი დიპლომატია როგორც საქმეში, ასევე სასიყვარულო პარტნიორთან, ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გაუფრთხილდით.

თევზები თუ შანსებს სწორად გამოიყენებენ და მხოლოდ წარმოსახვებს არ აჰყვებიან, 2018 წელს მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა ელოდებათ. დეტალებისკენ მეტი ყურადღება და საქმისადმი ერთგულება ყვითელი ძაღლის წელს მეტად მნივნელოვანია. კონცენტრირება საქმეზე და კარიერაზე. სტაბილურობა კარიერული კუთხით ნოემბრის თვიდან გელოდებათ. რაც მთავარია, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ ყველა მიმართულებით. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. მეტი მოთმინებით წლის ბოლოს კარგ შედეგებს აუცილებლად მოიმკით.

გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ბედნიერ 2018 წელს გისურვებთ!

მსგავსი პოსტები

Back to top button