მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა

მაია ჩხაიძის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი არასწრულწოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა გართულდა ერთ-ერთი ჩვილის მდგომარეობა. მაია ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა „დელტა“ შტამით დაინფიცირებულ ბავშვს.

“სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,” – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით ინფიცირებული 19 არასრულწლოვანი გადის მკურნალობას მკურნალობს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button