მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს – დავით სერგეენკო „თბილისი პრაიდზე“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თუ პრაიდის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ღონისძიების ჩატარება შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს, თავი უნდა შეიკავონ.
„არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს ვინმე ჩაგრავს. თუ ისინი ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარებამ შედეგები უნდა გაზომოს, თუ ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარება შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, მგონი, ამისგან თავი უნდა შეიკავონ. როგორც მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს – მეც, საპატრიარქოსაც ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, თბილისში პრაიდკვირეული 1-5 ივლისს გაიმართება.