სპორტი

როჯერ ფედერერი სავარაუდოდ,უიმბლდონს გამოტოვებს

ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერის დაბრუნება კორტზე 2022 წლისთვის იგეგმება.

40 წლის შვეიცარიელი მუხლზე გაკეთებული რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის გამო ავსტრალიის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს.

ჩოგანს ყველაზე მეტად უიმბლდონზე სურს გამოსვლა,რომელიც კარიერის ისტორიაში 8-ჯერ მოიგო.

მისივე თქმით,მომავალი წლის იანვრიდან ინტენსიურ სირბილს დაიწყებს და კორტზე გაზაფხულისთვის დადგება.

როგორც ცნობილია როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ჩართულია რბოლაში,თუ რომელი სპორტსმენი მოიგებს ყველაზე მეტ სლემს.ამ დროისთვის მათ 20-20 სლემი აქვთ მოგებული.

ბოლო გამოსვლა როჯერს 2021 წლის 7 ივლისს ქონდა.უიმბლდონის ტურნირის მეოთხედგინალში ის ჰერბერტ ჰურკაჩთან 3 სეტში დამარცხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button