როკ ჯგუფი “ღამურები” მსმენელის წინაშე ბრუნდება

11 ნოემბერს, 19:00 საათზე, როკ ჯგუფი “ღამურები” მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით The Beatles PARTY ბრუნდება. საღამო თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ფონდი “ახალი სიცოცხლე-ს დარბაზი გაიმართება.
როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა ზაზა კევლიშვილმა განუცხადა, საღამოზე შესრულდება ბითლზის ლეგენდარული შედევრების ქავერ-ვერსიები, იქნება ცოცხალი მუსიკა და სასიამოვნო გარემო.
ღამურები ქართული როკ-ჯგუფია, რომელიც 1988 წელს შეიქმნა.
ჯგუფმა პირველი კონცერტი 1989 წელს თელავში გამართა, რასაც მალევე მოჰყვა სამი დიდი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში.
ჯგუფს ორი ალბომი – Live In Telavi და “დირიჟორი” აქვს გამოშებული.
ზაზა კევლიშვილის ხმა ►