როკ ჯგუფი “ღამურები” მსმენელის წინაშე ბრუნდება

Gamurebi_band11 ნოემბერს, 19:00 საათზე, როკ ჯგუფი “ღამურები” მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით The Beatles PARTY ბრუნდება. საღამო თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ფონდი “ახალი სიცოცხლე-ს დარბაზი გაიმართება.

როგორც სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა ზაზა კევლიშვილმა განუცხადა, საღამოზე შესრულდება ბითლზის ლეგენდარული შედევრების ქავერ-ვერსიები, იქნება ცოცხალი მუსიკა და სასიამოვნო გარემო.

ღამურები ქართული როკ-ჯგუფია, რომელიც 1988 წელს შეიქმნა.

ჯგუფმა პირველი კონცერტი 1989 წელს თელავში გამართა, რასაც მალევე მოჰყვა სამი დიდი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში.

ჯგუფს ორი ალბომი – Live In Telavi და “დირიჟორი” აქვს გამოშებული.

ზაზა კევლიშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button