საოკუპაციო ხაზიდან სოფლ ფლავისმანის მკვიდრი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
გატაცებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მკვიდრი გიორგი ციცაგი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სუს-ში აცხადებენ, მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, არის დაკავებული.
მათივე ცნობით, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
როგორ დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, ციცაგს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. იგი რუსმა სამხედროებმა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიიდან აიყვანეს.