ნიურნბერგის მუზეუმში 91 წლის ქალმა ძვირფას სურათზე კროსვორდი შეავსო [Photo]

ნიურნბერგში ახალი მუზეუმის დამთვალიერებელმა – 91 წლის ქალბატონმა მხატვარ არტურ კეპკეს ნახატზე არსებული წარწერა “ჩასვი სიტყვა” პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და დახატული კროსვორდი ავტოკალმით შეავსო.

გამოცემა Nurnberger Nachrichten მუზეუმში გათამაშებულ დრამას დაწვრილებით აღგვიწერს. მოხუც ქალბატონს, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობს, მუზეუმის ადმინისტრაციასთან და პოლიციასთან დასჭირდა თავის მართლება.

მოხუცთა თავშესაფრის წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს მუზეუმისა და პოლიციის თანამშრომლების საქციელი, რომლებსაც ქალი ჭკუასუსტი ეგონათ და მას დაკითხვა ქუჩაში, თავსხმა წვიმის დროს მოუწყვეს.

მუზეუმის დირექტორმა, ევა კრაუსმა განაცხადა, რომ ხანდაზმული ადამიანის მიმართ უპატივისმცემლობა არავის გამოუხატავს, მაგრამ ცხადია, ბავშვებმაც კი იციან, რომ სამუზეუმო. ექსპონატების დაზიანება არ შეიძლება.

“რა თქმა უნდა, ხანდაზმულ ლედის ბოროტმოქმედებაზე არც კი უფიქრია, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ პოლიციისთვის გვეცნობებინა”, – დასძინა კრაუსმა.

რა ბედი ეწევა დაზიანებულ ექსპონატს, ჯერჟერობით უცნობია. ნამუშევრის სადაზღვევო ფასი 80 ათას ევროს შეადგენს. მუზეუმის რესტავრატორები საკუთარი ძალებით ცდილობენ წარწერის ლიკვიდაციას, ხოლო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38474″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button