სპორტი
რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას ვერ გამართავს მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/11/file_13329_lg.png)
რომან დოლიძეს მორიგი ორთაბრძოლა UFC-ში,რომელიც 14 ნოემბერს უნდა გამართულიყო,-გაუქმდა.
მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. 33 წლის ქართველ მებრძოლს კოვიდტესტის შედეგად დადებითი პასუხი გამოუვლინდა.
დოლიძე ბრძოლისთვის ამერიკაში ემზადებოდა. ახლა ის რეგულაციების თანახმად,თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს
რომან დოლიძეს MMA-ში 9 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს. კონკრეტულად UFC_ში კი 4 თაშაშიდან 3 მოიგო და ერთი დათმო.
თავის ბოლო შეხვედრა ოქტაგონზე დოლიძემ მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა,სადაც არგენტინელი ლაურეანო სტაროპოლისი დაამარცხა.