სპორტი

რომან ჭანტურია ყაზახეთის ჩემპიონატში მიიწვიეს

25 წლის რომან ჭანტურია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელი ყაზახეთის „კიზილჟარში“ ითამაშებს. კლუბში მისულ ჭანტურიას იქ, შოთა გრიგალაშვილი დახვდა.

გუნდის ხელმძღვანელობამ ჭანტურიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ქართველი თავდამსხმელი ქომაგთა წინაშე 14 ნომრიანი მაისურით წარსდგება.

ფეხბურთელი, საქართველოს ჩემპიონატის ტიტულოვან გუნდებში ირიცხებოდა. ის თბილისის „დინამოს“, ბათუმის და გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.

პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კი ევროპაში დაიწყო. მისი პირველი კლუბი იტალიური „ემპოლი“ იყო. შემდეგ პორტუგალიურ კლუბებში ითამაშა, თუმცა ამჟამად ყაზახეთში გადავიდა და ახალ კლუბს გაჩემპიონებაში დაეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button