მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რომელ კატეგორიას დაუსუბსიდირებს მთავრობა იპოთეკურ სესხს

ოჯახებს, რომლებსაც ბავშვი შეეძინებათ, იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ ინიციატივის უზრუნველყოფისთვის 300 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხდება.

“ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button