მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რომელ ქვეყნებს უმსუბუქებს გერმანია ტურისტების მიღების შეზღუდვას

გერმანიის ხელისუფლების თვალსაზრისით,პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი და ნეპალი აღარ მიეკუთვნებიან იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსი ფართოდაა გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ DW აქვეყნებს.

აღნიშნული ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მოგზაურებისთვის ადრე დაწესებული მრავალი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. გერმანიაში შესვლის უფლება აქვს ყველა კატეგორიის მოგზაურს. კარანტინისგან თავისუფლდებიან ისინი, ვინც ევროკავშირში რეგისტრირებული წამლებით არიან ვაქცინირებულნი და მათ, ვისაც აქვთ გადატანილი კორონავირუსის ინფექციის სერტიფიკატი,დანარჩენებისთვის კარანტინის ვადა 10 დღეა, თუმცა იგი შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე, თუ მოგზაური კორონავირუსის განმეორებით ნეგატიურ ტესტს წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button