მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რომელი კოვიდრეგულაციები ამოქმედდება დღეიდან

დღეიდან კოვიდრეგულაციები ამოქმედდება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PSR ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. ეს პირობაა აუცილებელი 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარებისთვისაც.

ამავე დროს მთლიანად აიკრძალა ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან ეპიდემიოლოგები.

ბოლო რამდენიმე კვირაში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. დღეში დაავადებულთა რაოდენობა 1500-ის ფარგლებში მერყეობს.

ყოველდღიურად საქართველოში COVID-19-ით საშუალოდ 13 ადამიანი იღუპება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები ხელახლა შემოიღოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button