რომელი ობიექტები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით დედაქალაქში
ღია კაფეები, რომლებსაც იჯარით აქვთ აღებული სერვისები, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან 2022 წლის პირველ თებერვლამდე გათავისუფლდებიან.ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
“აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა 1 თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის ტურისტების ნაკლებობაც.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები, ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება”, – აცხადებს კახი კალაძე.
მერიის გადაწყვეტილებით, ფინანსურად დაეხმარებიან ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც.