რომელია ყველაზე პოპულარული რუსული სატალევიზიო არხი თბილისში? [გამოკითხვა]

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ არხებად რუსული პირველი არხი და NTV დასახელდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა GNCC -ის დაკვეთით ”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციას კი ნეტგაზეთი აქვეყნებს. მკვლევარებმა ქვეყნის მასშტაბით 2700 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარეს. კვლევა რადიო მაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა, თუმცა მისი ერთი ნაწილი სატელევიზიო მაუწყებლობებსა და უცხოურ ტელევიზიასაც ეხება.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (47.7%) უყურებს უცხოურ სატელევიზიო არხებს.
მათი 75% კი რუსულს. ჩვენ დავინტერესდით სარგებლობს თუ რა რუსული არხები ასეთი პოპულარობით თბილისში და ძირითადად რომელ არხებს ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი.
მოუსმინეთ გამოკითხვას ►