რომის აეროპორტი „ფიუმიჩინო“, ხანძრის გამო, დროებით დაიხურა. ღამე, მესამე საერთაშორისო ტერმინალის საბარგო განყოფილებას ცეცხლი მოეკიდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი მხუთავი გაზით მოიწამლა.