რომის პაპი მესის დაწყებამდე წაიქცა [Photo/video]

პოლონურ ქალაქ ჩენსტოხოვოში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. რომის პაპი ფრანცისკე მესის დაწყებამდე წაიქცა. The Associated Press-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტში ჩანს, რომ პონტიფიკოსმა უცაბედად წონასწორობა დაკარგა და წაიქცა.
საკურთხეველთან წაქცეულ 79 წლის ფრანცისკეს ადგომაში სასულიერო პირები დაეხმარნენ. ამის შემდეგ პაპი სიტყვით გამოვიდა.
ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, პაპმა ფეხი წამოკრა.
როგორც დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, რომის პაპს რადიკულიტი აწუხებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39311″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]