რომის პაპი საქართველოს ეწვევა

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. ვატიკანის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომის პაპმა მოწვევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისგან და ხელისუფლებისგან მიიღო.

“უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით”,- განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

რომის პაპი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button