რონალდინიო მომავალ წელს წავა [Video]

ლეგენდარულმა რონალდინიომ აღნიშნა, რომ პენსიაზე მომავალ წელს გავა.

“მე უკვე ასაკში ვარ, 36 წელს მივაკაკუნე. თავს 26 წლის ბიჭივით ვეღარ ვგრძნობ. მთავარი გეგმა კი ის მაქვს, რომ მომავალ წლამდე ვითამაშო. მინდა გითხრათ, რომ ახალ მუსიკალურ და საფეხბურთო პროექტებში ვარ ჩართული. ყოველთვის ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მიყვარს და რისგანაც მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ” – აღნიშნა “გაუჩომ”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული რონალდინიო კლუბს ეძებს. კარიერის განმავლობაში მას “ფლუმინენსეში”, “კარეტაროში”, “ატლეტიკო მინეიროში”, “ფლამენგოში”, “მილანში”, “ბარსელონაში”, პსჟ–სა და “გრემიოში” უთამაშია.

საუკეთესო პერიოდი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში აქვს გატარებული. 2005 და 2006 წელს ოქროს ბურთი მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button