რონალდომ ცნობილი ჰიტი შეასრულა [Video]

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდომ “Stay” შეასრულა.
ეს სიმღერა ცნობილ ამერიკელ მომღერალ რიანას ეკუთვნის, ხოლო ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო იმ დოკუმენტური ფილმის ნაწილია, რომლის პრეზენტაცია 9 ნოემბერს შედგება.
ფილმი ჰოლივუდის კინოსტუდია Universal Pictures-მა გადაიღო. ინტერნეტით დოკუმენტური ფილმიდან ის მონაკვეთი გავრცელდა, სადაც მეგავარსკვლავი რონალდო მღერის.