რონალდუმ “ატლეტიკო” გაამწარა

მადრიდის “რეალმა“ “ვისენტე კალდერონზე“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ თანაქალაქელი “ატლეტიკო“ 3-0 დაამარცხა. ზინედინ ზიდანის გუნდი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადავიდა. სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. 23-ე წუთზე რონალდუმ თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. 71-ე წუთზე, სტუმართა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია და დუბლი გაიფორმა. თამაში ბოლოს კი რონალდუმ გარეთ ბეილის პასით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 0:3 დააფიქსირა. პორტუგალიელმა ფორვარდმა რეკორდი დაამყარა. მადრიდულ დერბიში მას ყველაზე მეტი 18 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button