
„როსკოსმოსმა“ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლანეტების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ განცხადება „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, სერგეი საველიევმა გააკეთა.
საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას, რომელის მიხედვითაც აშშ-ს აქვს უფლება, მთვარისა და სხვა ციური სხეულების რესურსების ათვისება კომერციული მიზნებით დაიწყოს.
„როსკოსმოში“ განაცხადეს, რომ აღნიშნული განკარგულება პლანეტების ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.
„ისტორიაში უკვე იყო მაგალითი, როდესაც ერთმა ქვეყანამ ტერიტორიების დაპყრობა საკუთარი ინტერესებით დაიწყო. ყველას ახსოვს, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა საველიევმა.
ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს „უნდა ჰქონდეს უფლება, კოსმოსურ სივრცეში არსებული რესურსები კომერციული მიზნებით მოიპოვოს და აითვისოს“.