როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს, – ამის შესახებ განცხადებას „როსენერგოატომი“ ტელეგრამგვერდზე ავრცელებს.
რუსული კომპანია “როსენერგოატომი” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე დღეს ავარია მოხდა, რამაც რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა გამოიწვია.
რუსეთის სახელმწიფო ატომურ კომპანიაში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ უკრაინულ პრესაში დაიწერა.
უკრაინაში გავრცელდა ცნობა, რომ ავარიის შედეგად რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდა.
კომპანია ამბობს, რომ სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
“ინტერნეტში ვრცელდება ყალბი ამბავი როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ. იყავით ფხიზლად!! ბლოკები გამართულად მუშაობს, რადიაციული ფონი ბუნებრივ დონეზე”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცლებულ შეტყობინებაში.
როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკის გათიშვას ადგილი ჰქონდა 16 ივლისს. 16 ივლისს 15:21 საათზე როსტოვის ატომური ელექტროსადგურის No1 ენერგობლოკი გაითიშა ქსელიდან, ეს მოხდა გენერატორის დაცვის მექანიზმის გააქტიურების გამო, იტყობინებოდა კომპანია. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. მოგვიანებით დაცვის გააქტიურებას დეპარტამენტმა “ყალბი განგაში” უწოდა. No1 ელექტროსადგური იმავე ღამით ქსელზე იყო მიერთებული.