სტამბოლის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსები 3%-ით დაეცა

ვაჭრობის დაწყებისთანავე სტამბოლის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსები თითქმის 3%-ით დაეცა, თუმცა, დოლარის მიმართ ლირას 3%-იანმა გამყარებამ, გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაფიქსირებული ვარდნის მნიშვნელოვანი კომპენსირება მოახდინა. Bloomberg-ის ცნობით, ვაჭრობის დაწყებიდან ინდექსი BIST30 2,85%-ით შემცირდა, BIST100 2,9%-ით.

ეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა. უფრო მკვეთრად დაეცა სხვადასხვა კომპანიების აქციების ფასი. კერძოდ, საინვესტიციო კომპანია Yesil Yatirim-ის აქციები 19,75%-ით გაუფასურდა, ტექსტილის ჰოლდინგის Isbir-ის 18,69%-ით, ენერგეტიკული კომპანიის Arti Yatirim -ის 18,64%-ით, მედიაჰოლდინგის Bakanlar Medya-ს 15,25%-ით და სწრაფი კვების კომპანიის Etiler Gida Ve Ticari Yatirimlar Sanayi Ve Ticaret-ის 15,15%-ით დაეცა. ამასთან, თურქეთის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ ბოლო სამი წლის რეკორდი აჩვენა და 43 ბაზისური პუნქტით გაიზარდა წლიურ 9,52%-მდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button