რთველი 2015 – საორგანიზაციო შეხვედრა თელავში
“რთველი 2015 – ის” საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კახეთის გუბერნატორი კახეთის რაიონების გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე რთველის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კახეთში წელს 200 000 ტონა ყურძენს ელოდებიან, აქედან გადასამუშავებელი 130 000 ტონაა.
რაც შეეხება ყურძნის ფასს, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მას ბაზარი დაარეგულირებს. სახელმწიფო წელს სუბსიდიას რქაწითელზე 35 თეთრს, ხოლო საფერავზე 15 თეთრს გასცემს.
ირაკლი შიოლაშვილი_გიორგი სამანიშვილი – ხმა