ჯონი დეპმა დონალდ ტრამპის როლი შეასრულა [Photo/video]

იუმორისტულმა საიტმა – Funny or Die-მ ბიზნესმენსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე იუმორისტულ-ბიოგრაფიული ფილმი გამოაქვეყნა, სადაც მთავარი როლი ჯონი დეპმა შეასრულა, – გვაცნობებს The New York Times.

50 წუთიანი ფილმის გადაღება მკაცრი საიდუმლოების პირობებში განხორციელდა და ჰოლივუდის ვარსკვლავს სულ 4 დღე წაართვა.

“ჩვენ, როგორც წესი, ფილმებს ისე სწრაფად ვიღებთ, რომ მსახიობები თავზე მარტო პარიკის დახურვას ასწრებენ, მაგრამ ჯონიმ პროფესიონალთა მთელი გუნდი მოიყვანა, რომელიც მას როლის განხორციელებაში დაეხმარა”, – აცხადებს ფილმის იდეის ავტორი და იუმორისტული საიტის მთავარი რედაქტორი ოუენ ბურკი.

ფილმი ირონიულ და ფსევდო-დოკუმენტალურ ჟანრშია გადაღებული. კადრს მიღმა ხმა ამტკიცებს, რომ სურათის ავტორი თავად პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელმაც ხალხს თავისი ქმნილება 80-იან წლებში დაუმალა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს ოდიოზური ბიზნესმენი დაცინვის ობიექტი ხშირად ხდება. მაგალითად ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა იგი “ჰარი პოტერის” გმირი ქალის სახიერებით წარმოადგინა.

ხოლო პასადენაში გამართულ “ვარდების აღლუმზე” ექვსმა თვითმფრინავმა ცაზე ტრამპის შეურაცხმყოფელი წარწერა გამოსახა:

“ტრამპი აუტანელია. ვინც გინდათ ის, ოღონდ არა ტრამპი. ფაშისტი დიქტატორი” და სხვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29371″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button