ზემფირამ შეურაცხყოფილ თაყვანისმცემელს 300 ათასი რუბლი გადაუხადა [Video]

რუსმა მომღერალმა, ზემფირამ როსტოვის მკვიდრ მამაკაცს მორალური შეურაცხყოფის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით 300 ათასი რუბლი გადაუხადა, – ინფორმაცია მომღერლის ადვოკატმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

როსტოველმა, რომლის გვარი არ ხმაურდება, მომღერალს სასამრთლოში 2015 წლის ივნისში უჩივლა, თუმცა ინციდენტი ორი წლის წინ – 2013 წლის ოქტომბერში მოხდა.

როსტოვში, კონცერტის მსვლელობის დროს, მომღერლის ფანმა ადგილიდან უცერომონიოდ წამოიყვირა: “გვირილები მოიტა!”, რაზეც ზემფირამ უპასუხა: “ისე მოგცემ, რომ ადგილიდან ვერ დაძრავ!” და შეიგინა. მოგვიანებით, მომღერალმა ბოდოში მოიხადა.

როსტოველმა განაცხადა, რომ ზემფირას მაშინდელი შეურაცხყოფა მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ როცა 2015 წელს, საქართველოში ჩატარებული კონცერტის დროს, მომღერალმა უკრაინის დროშა გაშალა, მამაკაცის პატრიოტული ღირსება საბოლოოდ შეილახა და მან სასამრთლოში ჩივილი გადაწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button