რთველი იწყება – თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

რამდენიმე დღეში კახეთში რთველი დაიწყება, მანამდე კი დღეს თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის.
ღონისძიებაში მინისტრთან ერთად ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულებით, წელს ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა. რთველი აქტიურ ფაზაში აგვისტოს ბოლოდან შევა.