სპორტი
„რუბინი“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროდ ყიდის
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა გადაწყვიტა.
ყაზანური კლუბის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ქართველ შემტევს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
ამასთან, „რუბინის“ სურვილია, კლუბმა შემდგომში ქართველის ტრანსფერიდან ბონუსებიც მიიღოს.
იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, რუსული კლუბი მისთვის ხელშეკრულების ვადამდე შეჩერებას გეგმავს და ამით, ტრანსფერიდან პროცენტულ მოგებას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა ცნობილ ევროპულ კლუბებს სურთ. განსაკუთრებით კი ამ საქმეში იტალიის ჩემპიონატი აქტიურობს.