სპორტი
რუი პატრისიო რომას მეკარე გახდა

ჟოზე მოურინიომ საკუთარ კლუბში თავის თანამემამულე რუი პატრისიო დაიმატა. 33 წლის მეკარე პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერია და ამ დრომდე „ვულვერჰემპტონის“ ღირსებას იცავდა.
„რომამ“ უკვე დაადასტურა ახალი მეკარის ტრანსფერი და ისიც, რომ კლუბმა მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგლიელმა 1 ნომრიანი მაისური მოირგო და აღნიშნა, რომ ბედნიერია ახალი კლუბით და მომავალი გაამოწვევებით.
იტალიურმა გრანდმა ინგლისურ ჰემპტონს 11,5 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან გოლკიპერი პორტუგალიის ნაკრების პირველი მეკარეა. საკუთარი ქვეყნის ღირსება მან 97-ჯერ დაიცვა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.