რეგიონი

რუის-ურბნისის ეპარქიის სქემმონაზონი ნეოფიტეს საფრანგეთში გარდაიცვალა

რუის-ურბნისის ეპარქიის სქემმონაზონი ნეოფიტეს (დაშნიანი )საფრანგეთში გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით,იგი ჯერ თურქეთში მკურნალობდა, ხოლო შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო საფრანგეთში გადაიყვანეს.

“მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს სქემმონაზონ ნეოფიტეს (დაშნიანი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ რუის ურბნისის ეპარქიას, ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს ახლადშესვენებული სქემმონაზონ ნეოფიტეს უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს.

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი!”,-ვკითხულობთ მესტიისა და ზემო-სვანეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამაოს ახლო მეგობრობა აკავშირებდა მესტიის ეპარქიასთან.

მის ცხედარს უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ საქართველოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button