მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ოკუპირებული გალის მკვიდრი გარდაიცვალა

რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

იგი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევიდან 95 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 57 პაციენტი.

რაც შეეხება რეგიონში კოვიდ საავადმყოფოებში მოთავსებულ პირთა მონაცემებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით:

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდ პაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 32, მათ შორის 6 მძიმეა. სენაკში, „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 33 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში19. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაშია 15 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ 31.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 51 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button