რუმინეთის მთავრობა გადადგა [Photo/video]

3 ნოემბერს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ბუქარესტის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ანტისამთავრობო გამოსვლების მიზეზი – ბუქარესტის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძარია, რომლის დროს 32 ადამიანი დაიღუპა.
4 ნოემბერს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა, – გვაცნობებს რუმინეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ლივიუ დრაგნია.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს, ღამის კლუბ Colectiv-ში უფასო როკ-კონცერტი ტარდებოდა. პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ, შენობის ჭერს ხანძარი მოეკიდა. დაპანიკებული ხალხი გასასვლელს მიაწყდა და ჭყლეტაში მოხვდა. ინციდენტის შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 32 ადამიანს მიაღწია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22126″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]