მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს. თვითაღიარებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.

რუმინეთის საგარეო უწყების თანახმად, მათი პოზიცია “არასწორად იქნა წარმოდგენილი”.

“ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

ისინი, ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო:

“ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირთან ასოცირების დიალოგის [შეჩერების] და ქართველების კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ”.

17 დეკემბერს, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადავუხადა ხუთ ქვეყანას, “რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე”, მათ შორის, დაასახელა, უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.
16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა და ამ ეტაპზე არ დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

ცნობისთვის დღეს დე ფაქტო პრემიერმა რუმინეთის გარდა, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.

მან ასევე თქვა, რომ “უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”.

16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.

ამასთან, მან თქვა, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.

კერძოდ, მან თქვა, რომ “განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან”.

მსგავსი პოსტები

Back to top button