რუმინეთის შემდეგ პრემიერი კობახიძე იტალიამ და ესპანეთმაც ამხილა
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს. თვითაღიარებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.
რუმინეთის შემდეგ იტალია აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის წინადადებას სანქციებთან დაკავშირებით. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს 5 ქვეყანას, მათ შორის იტალიას “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.
“საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კვლავ დაადასტურა, რომ მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში, მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა კალასმა წარადგინა, მათ შორის სანქციების წინადადებას (რომელიც სხვა სახელმწიფოების მხრიდან კონსენსუსის არარსებობის გამო არ დამტკიცდა).
ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.
იტალიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და გამოხატა იმედი, რომ თბილისის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზა, გადაიხედება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დე ფაქტო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ამხელს. როგორც გამოცემა ABC-სთან ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, საქართველოს მთავრობის განცხადება, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.თვითაღიარებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.
“მინისტრ ალბარესის განცხადება ამ მხრივ ცალსახა იყო. ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ღიად დაგმო მოქალაქეთა დემონსტრაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა”, – განმარტეს მადრიდში.
დე ფაქტო პრემიერმინისტრის განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზეც გამოეხმაურა:
“ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია არის საფრთხე ჩვენი დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით”.
იქამდე თვითაღიარებული პრემიერის განცხადება უარყო რუმინეთმა და იტალიამაც.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს
დღეს დე ფაქტო პრემიერმა რუმინეთის გარდა, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა. კობახიძემ დაასახელა 5 ქვეყანა (უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი), რომლებიც, მისი თქმით, სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.
მან ასევე თქვა, რომ “უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”.
16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ამასთან, მან თქვა, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.
კერძოდ, მან თქვა, რომ “განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან