სპორტი

გრიგალაშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონები არიან.8 მედალი საქართველოს ნაკრებს

დასასრულს უახლოვდება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. გუნდური ჩათვლების წინ საქართველოს ნაკრებს 8 მედალი აქვს 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. მან ფინალში ასევე ჩვენი ნაკრების ძალოსანი ვლადიმირ ახალკაცი დაამარცხა,რომელიც თავის მხრივ ვერცხლის პრიზიორი გახდა. მეორე ოქრო 100 კგ. წონაში ილია სულამანიძის ანგარიშზეა. ფინალურ ბრძოლაში სულამანიძემ მასპინძელი ვეგ შომბორი დაამარცხა. ასევე,ვერცხლის მედალს დაეუფლნენ ალეკო მამიაშვილი და მძიმე წონაში გამომსვლელი სოფიო სომხიშვილი. რაც შეეხება ბრინჯაოს სინჯის მედლებს და ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილებს, ქართველთაგან მოიპოვეს: 66კგ. წონაში მონაწილე გიორგი თუთაშვილმა, მძიმეწონოსანმა გიორგი ჩიქოვანმა და გელა ზაალიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button