მსოფლიოსიახლეები

რუმინეთში კორონავირუსით 1 031 ექიმი და მედდა დაინფიცირდა

კორონავირუსით სამედიცინო მუშაკების დაინფიცირების მხრივ, რუმინეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ბუქარესტის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 1 031-ს აღწევს.

რუმინეთში ასევე მატულობს და 18 აპრილს კიდევ 732-ით გაიზარდა COVID-19- ის ინფექციით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც 8 500-ს აღწევს. 421 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რუმინეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და აკრძალულია ყველა სახის საჯარო შეკრება. სააღდგომო ლიტურგია წელს დახურულ ეკლესიებში ჩატარდება.

ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, 18 აპრილს სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და მართლმადიდებლებს მოუწოდა, რომ აღდგომა სახლში დარჩენით აღნიშნონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button