რუმინეთში საპროტესტო აქციები გრძელდება [Photo/Video]

ბუქარესტის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის სასახლის წინ, მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. პროტესტანტები ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდიანუს გადადგომას ითხოვენ, – გვაცნობებს Reuters.

სააგენტოს ინფორმაციით, ბუქარესტში საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად 50 ათასი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგები იყო: “ძირს კორუმპირებულთა მთავრობა!”, “ჩვენ მუშაობა გვსურს, და არა თქვენი მომსახურება!”.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში ანტისამთავრობო მიტინგები იანვრის ბოლოდან იმართება. იმის მიუხედავად, რომ მინისტრთა კაბინეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი შესწორება უკვე გააუქმა, რუმინელები საპროტესტო გამოსვლებს მაინც აგრძელებენ. აღნიშნული შესწორება ქვეყნის ციხეებიდან იმ ადამიანების განთავისუფლებას გამოიწვევდა, რომლებიც კორუფციაში მხილებულნი და მმართველი სოციალისტური პარტიის მხარდამჭერები არიან. თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, ჩაუშესკუს დამხობის პერიოდიდან, ყველაზე მასშტაბური ხასიათი მიიღო.

[print_gllr id=53371]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button