“რუსები სახლში შემოვიდნენ და აქედან გაიყვანეს”
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის, ყველასთვის ცნობილი დათა პაპას ოჯახის წევრები დაკავეს. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ოკუპირებული ხურვალეთის მკვიდრი პაპა ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი 15 აპრილს საღამოს დააკავეს, რძალი კი, მეორე დღეს რუსმა სამხედროებმა სახლიდან წაიყვანეს.
“პატარა გოგოა, ტირილ-ტირილით წაიყვანეს. ექვსნი მაინც იქნებოდნენ, რუსები, სახლში შემოვიდნენ და აქედან გაიყვანეს”, — ამბობს ის.
დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკას, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და საკუთარი სახლის დათმობას არ აპირებს.
დათა პაპა თავადაც არაერთხელ დააკავეს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზთან მისულ ვიზიტორებს ეკონტაქტება და რამდენჯერმე მავთულხლართებიდან გადაპარვაც სცადა.