მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსების 34 000 სამხედრო დანაშაული უკრაინა-რუსეთის ომში

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34 000 სამხედრო დანაშაული აქვს დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის, პრიორიტეტულია გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში, კერძოდ, ქალაქ იზიუმში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება. ასევე გრძელდება ბუჩასთან და ირპინთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

“რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, არის რუსი აგრესორის მიერ პოტენციური სამხედრო დანაშაულების შემზარავი რაოდენობა. ისიც კი მინდა ვთქვა, რომ რასაც ახლა ვხედავთ, არის რუსი აგრესორის სისტემა, ის, რასაც ისინი აკეთებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მეჩვენება, რომ ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარი მოდის, ისინი იმ ადგილს ახალ ბუჩად აქცევენ, როგორც იზიუმში ვხედავთ”, – განაცხადა კოსტინმა.
გერმანიამ უკრაინას ორი Mars II ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 50 Dingo ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას! კიდევ ორი Mars II სარაკეტო სისტემა და 50 Dingo გადაეცა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოდან გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელო პროექტები დაემატება.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის ოლქში წინ მიიწევს, რუსული ძალები ცდილობენ უკან დაიხიონ.

“უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში წინ მიიწევს, რუსული ძალები, როგორც ჩანს, ცდილობენ შეაკავონ და უკან დაიხიონ უფრო დაცულ პოზიციებზე, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩერონ ან უკან დააბრუნონ,” – განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

მათი თქმით, უკრაინელი დამცველების უწყვეტი თავდასხმები მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებზე, მდინარე დნეპროს გავლით, ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, სულ უფრო მეტად აისახება რუსეთის მარაგებზე. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ხერსონში არ არის საკმარისი წყალი და საკვები.

ISW თვლის, რომ თუ უკრაინელი ჯარისკაცები გააგრძელებენ მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების ბლოკირებას და წინსვლას, შემდეგ კვირებში ისინი ხერსონის დასავლეთით, უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენას შეძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button