რუსებმა 400-ზე მეტი ობოლი ბავშვი წაიყვანეს და სკოლა-ინტერნატებში გადაანაწილეს
რუსებმა გატაცებული ბავშვებიდან 36 უკვე გააშვილეს

ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსებმა 400-ზე მეტი ობოლი ბავშვი წაიყვანეს და 24 რუსულ ბავშვთა სახლებში და სკოლა-ინტერნატებში გადაანაწილეს. ამ დაწესებულებიდან 21-ში ბავშვები “სამხედრო-პატრიოტულ განათლებას” იღებენ.
მედია წერს, რომ უკრაინელი ბავშვები, იქ მყოფ რუს ბავშვებთან ერთად, მონაწილეობენ სხვადასხვა სახის “პატრიოტულ” აქტივობებში: უსმენენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის ბრიფინგებს, რომლებშიც ის “განადგურებულ ნაცისტებზე” ყვება, მონაწილეობას იღებენ სამხედრო წარმოდგენებში, ასწავლიან “კალაშნიკოვის” გამოყენებას, ბავშვებს აწერინებენ წერილებს ფრონტზე მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის და სხვა.
“დოჟდი” ამბობს, რომ უკრაინიდან გაყვანილი ბავშვების რაოდენობა რეალურად 400-ზე მეტია. სიაში, რომელიც მედიამ განკარგულებაში ნახა, არ არის დაწესებულებები მოსკოვში, ლენინგრადში და სხვა რეგიონებში, რომლებმაც ასევე გამოაცხადეს ობლების “მიღება”.
მედიის ინფორმაციით, გატაცებული ბავშვებიდან 36 უკვე გააშვილეს.