მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიებზე

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ მირნოგრადზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

“გამოძიების თანახმად, 2024 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთის არმიამ მირნოგრადზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე თავდასხმისას S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. 38 წლის კაცი, რომელიც სამსახურიდან სახლში ველოსიპედით მიდიოდა, მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაშავდა 50 წლის ქალიც. იგი სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ,” – წერს პროკურატურა.

უკრაინაში ომი გრძელდება – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც, დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 50-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირის ელჩებმა კი მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის აღდგენისათვის გამოყენებას.

ნატო-ს გენერალური მდივანის თქმით უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ. იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ეს არის ინვესტიცია უსაფრთხოებისთვის.

რუსმა სამხედროებმა ხერსონის სოფელი ტოკარივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“სოფელ ტოკარივკაზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ დაშავებულ 47 წლის ქალს დაზიანებები თავის, მუცლის და ფეხის არეში აღენიშნება. მას სჭირდება თითის ამპუტაციაც. ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ოკუპანტებმა, ღამით ხერსონის ოლქში ბელოზერის თემიც დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი მეუღლე კი დაშავდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

რუსებმა ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 1 პირი დაიღუპა. ინფორმაციას მედია დონეცკის რეგიონული პროკურატურის სპიკერზე ანასტასია მედვედევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ავდიივკას, სავარაუდოდ არტილერიით. 59 წლის ქალი, კერძო სახლის ტერიტორიაზე დაიჭრა”, – განაცხადა მედვედევამ.

მისივე თქმით, ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

რუსეთის არმიამ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის, დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა ქალაქ მირნოგრადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზმიევზე დრონებით თავდასხმისას. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საწარმო.

კიევის ოლქში დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. დამწვარია საწყობები და დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ერთი ადამიანი დაშავდა ნიკოლაევის ოლქში. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული დნეპროპეტროვსკის ოლქშიც.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 30 იანვარს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან უკრაინის ნიკოლაევის, ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და სხვა ოლქებს შეუტიეს 35 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 15 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. საჰაერო ძალების თანახმად, ანექსირებული ყირიმიდან С-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტით დარტყმა იყო დონეცკის ოლქზე. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ყირიმის ნახევარკუნძულის და ბრიანსკის, ბელგოროდის, ტულისა და კალუგის ოლქების თავზე გაანადგურეს 21 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ღამით რუსეთის არმიამ 35 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგამ მხოლოდ 15 ჩამოაგდეს. გენერალური შტაბის მოხსენებაში დაკონკრეტებული არაა რა შედეგები მოჰყვა თავდასხმას.
„უკრაინის საჰაერო ძალებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურეს მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ტერიტორიაზე, ხერსონისა და კიევის რეგიონებში“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ტელეგრამის არხებმა ღამით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში ნავთობის საცავი დაზარალდა.

გარდა ამისა, კრივოი როგის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა დილით დაწერა, რომ ერთი დრონი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეჯახა, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.

გენერალური შტაბი ამბობს, რომ რუსეთმა 10 სარაკეტო შეტევა განახორციელა S-300 ტიპის რაკეტებით მირნოგრადის, ლისოვკას, დონეცკის და მუზიკოვკას, ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ასევე 114 საჰაერო დარტყმა და 99 დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button